ხანძარი პეკინზე - დევნილთა საცხოვრებელში მეხანძრე-მაშველები ამ დროისთვის ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების ლიკვიდირება. ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესში ამ დროისთვის 14 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
დევნილთა საცხოვრებლის მოსახლეობა სრულად არის ევაკუირებული.
ცეცხლის კერა გამთენიისას გაჩნდა თუმცა ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა როგორც თვითმხილველელბი ამბობენ, მათ დაინახეს ქალი, რომელიც ხანძრის გამო მეექვსე სართულიდან გადმოხტა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.