თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედნის რეაბილიტაციაზე ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 30 ნოემბერს დაიწყება და 3 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი გაზრდილია და 19 ათას 706 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 ათასი ლარი იყო.
მომსახურების მიწოდება საპროექტო ტერიტორიაზე სრულყოფილი საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და შესაბამისი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას ისახავს მიზნად.