ორი ნიღბიანი 75 წლამდე ქალბატონს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა თბილისში, კერესელიძის ქუჩაზე მოხდა. ნიღბიანმა თავდამსხმელებმა იარაღის მუქარით სახლიდან ძვირფასეულობა და დიდი ოდენობის თანხა წაიღეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.