თბილისში, ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან. ოპოზიციური სპექტრი მოქალაქეებს არაერთი ქალაქიდან ელოდება. კოლონები უკვე დაიძრა ქუთაისიდან და ბათუმიდან.
პოლიტიკური პარტიების წევრები და მხარდამჭერები სოლიდარობას უცხადებენ ნიკა მელიას და ამბობენ, რომ საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს. მათი მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით დაწესებული რეგულაციების, მათ შორის ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, რეგიონებიდან მხარდამჭერთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი ჩამოვა და არ მოხდება მათი სრული მობილიზაცია.
აქცია დღის პირველი საათისთვის, ფილარმონიასთან საპროტესტო მსვლელობით დაიწყება, რის შემდეგაც, დემონსტრანტები პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ.