თბილისში მდებარე მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. ინიციატივა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ეკუთვნის.
ინიციატივის თანახმად, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 ათასი ლარით, ხოლო ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 ათას ლარს.
სიახლის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.