შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავა.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დამნაშავეები ცხელ კვალზე აიყვანა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რომელიც თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა, ამავე ქუჩაზე მცხოვრებ 1993 წელს დაბადებულ პირს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა მეორე პირი, რომელმაც მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პაციენტი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჩადენილი დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.