თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა სავარაუდოდ აიკრძალება. ავტომანქანის წლოვანება ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომლის განსაზღვრასაც თბილისის მერია ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე გეგმავს.
გარდა ამისა, რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში მოიაზრება მძღოლებისთვის შეღავათიანი სესხის შეთავაზებაც, რათა მათ ახალი ავტომობილების შეძენა შეძლონ.
მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს მამუკა მუმლაძის ინფორმაციით ყველა ინ ინიციატივაზე რომეიც მერიას ექნება რეფორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მძღოლების მოსაზრების გათვალისწინებით მიიღება. მისივე თქმით, მერია ტაქსის მძღოლებს რამდენიმე მიმართულებას შესთავაზებს, თუმცა მძღოლების წინააღმდეგობის შემთხვევაში, შესაძლოა მოთხოვნები გადაიხედოს.