გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. შერჩეულია 10 კონკრეტული ლოკაცია ქალაქში, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელება და დღეს გამოგვაქვს სამი ლოკაცია. ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობა - აღნიშნა კალაძემ.