თბილისში მიმდინარე მოვლენებს მსოფლიო მედია ეხმაურება.
"როიტერსის" ცნობით, მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა დაპირებული საარჩევნო რეფორმა ჩააგდეს, საქართველოს დედაქალაქში ათობით ათასი ადამიანი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. "როიტერსი" ევროსაბჭოსა და ამერიკის საელჩოს განცხადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ქართველ კანონმდებლებს გამოსავლის მოძებნისკენ მოუწოდებენ.
თბილისში მიმდინარე მოვლენებს SBS news-იც ეხმაურება. მათი ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქში ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. მათივე ცნობით, ოპოზიციურმა პარტიებმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ უპრეცენდენტო ერთიანობა გამოიჩინეს.