თბილისში ე.წ ყვითელი მიკროავტობუსების მიერ წლის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, მეტროსა და ავტობუსების მიერ გადაყვანილი მგზავრების ჯამს უტოლდება. დედაქალაქის მერის მოადგილის ინფორმაციით, კვლევების მიხედვით, მიკროავტობესებს წელიწადში 220 მილიონი მგზავრი გადაჰყავს და ამ მიზნით მოქალაქეებს ყოველდღიურად ხაზზე დაახლოებით 1600 მიკროავტობუსი ემსახურება. წელიწადში 105 მილიონი მგზავრი გადაჰყავს მეტროს, ავტობუსების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი 110 მილიონ მგზავრზე მეტია. მერიას კომპანია „თბილისის მიკროავტობუსთან“ ხელშეკრულება 2031 წლამდე აქვს.