თბილისში, ვაჟა-შაველას N70-ში, მასშტაბური სავაჭრო კომპლექსი - “სითი მოლი საბურთალო” ოფიციალურად გაიხსნა. 120 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ინოვაციური დიზაინის მქონე, მრავალფუნქციური კომპლექსი, „სითი მოლი საბურთალო“ 200-ზე მეტ, უახლესი კონცეფციისა და გამორჩეული კოლექციების მქონე, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს, საქართველოში უდიდეს კინოთეატრს, უნიკალური კონცეფციის მქონე ბავშვთა გასართობ და ბოულინგის ცენტრებს, ტექნიკის, ავეჯის, დეკორის, თავის მოვლის საშუალებებისა და პარფიუმერიის, სათამაშოების, წიგნების, სამკაულებისა და სასაჩუქრე მიმართულების ბრენდულ მაღაზიებს ერთ სივრცეში აერთიანებს. სავაჭრო ცენტრი აღჭურვილია მიწისქვეშა ორ დონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი, ავტოსადგომით. სავაჭრო ცენტრის საზეიმო გახსნას მოქალაქეებთან ერთად, ესწრებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ გათამაშებაში, გასართობ აქტივობებში, აღმოეჩინათ სხვადასხვა სიურპრიზი, დასწრებოდმენ კონცერტსა და ლაზერ შოუს. ღონისძიების მუსიკალური შოუს სპეციალური სტუმარი იყო „სალიო“. კონცერტის დასრულების შემდეგ კი საღამო მუსიკალურად გააფორმა DJ კოტე ჯაფარიძემ.