დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე იყო საუბარი, სადაც თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტზე იმსჯელეს. აღნიშნულ პროექტს კომპანია “სისტრა” განახორციელებს.გარდა ამისა, შესაძლოა რუსთავიდან, გარდაბნიდან და მცხეთიდან თბილისში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებისათვის გაჩერების გარკვეული ადგილები დაწესდეს, რომლის იქეთაც მათ თბილისში მგზავრების შემოყვანა აღარ შეეძლებათ.