მეზობლების ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლულ მამაკაცს თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლად გაეცნო, კარის გაღების შემდეგ კი მას ესროლა. როგორც შემთხვევის ადგილზე ამბობენ, მოკლული ბიზნესმენი ნუგზარ კახიძეა, რომელსაც თავდამსხმელმა 7 ტყვია ესროლა. თავდასხმის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ, მოკლულთან დამხმარედ მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენს 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა.