შსს-მ ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თბილისში, მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვას ცდილობდა. დაკავებულმა მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში ჩადენილი ბინის ქურდობის კიდევ 5 ფაქტი აღიარა. გამოძიება ქურდობის მცდელობის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.