შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით 1997 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.ი. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 30 იანვარს მეტროს სადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების გაქურდვა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.