პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ლილოს დასახლებაში ახალი საწარმო ბიო პლასტი გაიხსნა. საწარმოში პირველ ეტაპზე 17 ადამიანი დასაქმდება. პროგრამის ფარგლებში კომპანია ბიო პლასტი ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ კი, სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 489 127 ლარს შეადგენს. "ბიო პლასტი" რიგით 242-ე საწარმოა, რომელიც "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში გაიხსნა.