თბილისში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო - ჩუღურეთის რაიონში, მშენებლობას საფუძველი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩაუყარა საფუძველი და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო. ჩუღურეთის რაიონში დღემდე 12 საჯარო ბაღი ფუნქციონირებდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, რადგან მოთხოვნა სკოლამდელი განათლების დაწესებულებებზე ბევრად მაღალია. ახალი, 10 ჯგუფიანი საბავშვო ბაღი 2018 წელს გაიხსნება და ის 350-მდე აღსაზრდელს მიიღებს, დასაქმდება 70-მდე ადამიანი.