ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი იმართება. ფორუმი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.
ორგანიზატორების განცხადებით, კიბერუსაფრთხოების ფორუმის ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერუსაფრთხოების გარემოს წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა. ფორუმს ყოველწლიური ხასიათი მიეცემა და მან კიბერსივრცეში საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით, იდეების გაზიარებისთვის პლატფორმის ფუნქცია უნდა შეასრულოს.
ღონისძიებას საქართველოს შესაბამისი უწყებების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან.