თბილისში სამშენებლო სექტორში ახალი რეგულაციები შემოდის. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღიკვეთება K2 კოეფიციენტების გაყიდვა და კოეფიციენტების მატება. მისი თქმით, პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან იქნა დამკვიდრებული, აღიკვეთება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე (განაშენიანების რეგულირების გეგმა), რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში. როგორც კალაძემ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში კოეფიციენტების გადამეტების პრაქტიკამ დედაქალაქის დამახინჯებას შეუწყო ხელი.