თბილისში H&M-ის მაღაზია გაიხსნა. ის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის” სამ სართულზე განთავსდა. 3000 კვადრატულ მეტრზე განლაგებული პირველი ქართული H&M მომხმარებლებს ტრენდულ სამოსს შესთავაზებს. H & M 1947 წელს შვედეთში დაარსდა. ბრენდის მთავარი ბიზნესიდეაა, ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად.