30 ნოემბერსა და პირველ დეკემბერს, "თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი" ჩატარდება. ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, დედაქალაქს ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები სტუმრობენ. ფორუმი თბილისის მერიის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიების დეტალებზე თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა - სერგი გვარჯალაძემ და თბილისის მერის მოადგილემ - სოფიო ხუნწარიამ ისაუბრეს.