თბილისის გამოკითხული მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში დედაქალაქში გამწვანების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა. "ეისითის" კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა. კვლევის ავტორთა განცხადებით, მომრავლებული ავტომობილების გამო თბილისის ჰაერის დაბინძურება აქტუალური საკითხი გახდა. კვლევა 2016 წლის ოქტომბერში ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევის გზით თბილისში 400 ზრდასრული მოსახლე გამოიკითხა.