თბილისში ექსპლუატაციაში მიღებული შენობების რიცხვი 13,6%-ით შემცირდა. კერძოდ, თბილისის მერიის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს დედაქალაქში ექსპლუატაციაში მიიღეს 673 ობიექტი, წინა წელს კი - 779.
მთლიანად კი 2020 წელს, ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით, მუნიციპალურ ინსპექციაში შევიდა ათას 198 განცხადება, ეს მაშინ, როდესაც წინა წელს ათას 425-ს შეადგენდა.
ამასთან, მერიის ინფორმაციით, 2020 წელს ექსპლუატაციაში მიღებული იქნა 673 ობიექტი, უარი ეთქვა 478 ობიექტის დამკვეთს, ხოლო მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, განუხილველი დარჩა 47 განცხადება.