თბილისში დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ე.წ. ბასლაინებზე ავტომანქანების გადაადგილება ნებადართული იქნება - Palitra News

თბილისში დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ე.წ. ბასლაინებზე ავტომანქანების გადაადგილება ნებადართული იქნება

2020-12-25 09:01:34+04:00

თბილისში დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ე.წ. ბასლაინებზე ავტომანქანების გადაადგილება ნებადართული იქნება.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დროებით, ახალ წლამდე იმოქმედებს.

მისი თქმით, ვინაიდან მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნით ესაჭიროება გადაადგილება, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში – ე.წ. ბასლაინებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება.