სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიების მიზანს, დასაქმების ხელშეწყობა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენდა. დასაქმების მაძიებლების, ვაკანსიები, 20-ზე მეტმა მსხვილმა სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანიამ შესთავაზა. ფორუმის მონაწილეები ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნენ და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარეს. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა, ფორუმის მონაწილეებს, დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და ამ პროგრამებით სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ამასთან, სააგენტოს ცნობით ამასთან, სააგენტოს ცნობით, გასულ წელს, მათი პროგრამების საშუალებით ჯამში 2000-მდე ადამიანი დასაქმდა.