ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში უახლოეს მომავალში დამატებით 90 ავტობუსი იმოძრავებს, 220 ავტობუსის შესყიდვაზე კი ტენდერი გამოცხადდება. მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში 105 ავტობუსის, ხოლო 190-მდე მიკროავტობუსის ხაზია. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად დედაქალაქში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე ასეული ერთეული გაჩერებულია, რისი მიზეზიც ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობაა. უწყების ცნობით, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით თბილისში სპეციალური შუქნიშნები დამონტაჟდება, რომლებიც ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ კი კერძო ავტომობილს.