თბილისში, CO-თი ინტოქსიკაციის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. თემქაზე, სავარაუდოდ გამათბობლის ნამწვის დაგროვების შედეგად ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.