თბილისში მაიკლ ბარვისის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული პირველი ამერიკული ცენტრი, ჩემპიონთა აკადემია გაიხსნა. ჩემპიონთა აკადემია პროფესიონალ სპორტსმენებზეა გათვლილი, თუმცა ცენტრში ასევე მოქმედებს სპეციალური სავარჯიშო პროგრამები ბავშვებისა და ქალებისაათვის. ჩემპიონთა აკადემია ოთხ სართულზეა განლაგებული და ფიზიკური მომზადებით დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ტიპის პროგრამებს სთავაზობს. ცენტრის გახსნისთვის 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.