2019 წლის მესამე კვარტალში თბილისში ბინების გაყიდვები 11,9%-ით შემცირდა - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევის მიხედვით, ჯამური რაოდენობით შემცირებული უძრავი ქონების მოცულობამ 11.4%-ი შეადგინა. კერძოდ, 2019 წლის მესამე კვარტალში გაიყიდა 8 ათას 204 ბინა, 2018 წლის მესამე კვარტალში კი 9 ათას 314.
კვლევის მიხედვით, ლარის გაუფასურებამ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. გაყიდვებზე ასევე იმოქმედა იპოთეკური პორტფელის ზრდის შენელებამ. ამასთან, ამავე პერიოდში უძრავი ქონების ფასები დოლარში 4%-ით შემცირდა, ლარში კი პირიქით, 6,6%-ით გაიზარდა.
„თიბისი კაპიტალის მკვლევარები ახლო მომავალში უცხოურ ვალუტაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების გარკვეულ შემცირებას ვარაუდობენ.