თბილისში, დიღომში 16 წლის მოზარდი დანით დაჭრეს. დაჭრილი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდები ბანქოს თამაშობდნენ. თამაშისას მათ შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ბიჭის დაჭრით დასრულდა.16 წლის ბიჭს მისმა თანატოლმა ჭრილობა ბარძაყის არეში მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ბრალდებული ახალგაზრდა მომხდარიდან მალევე დააკავეს.გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.