თბილისში ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმების შემთხვევები შემცირებულია. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის 242 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა 2016 წელს ათას 794 მსგავსი სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის მხოლოდ 4 შემთხვევა დაფიქსირდა.
ცნობისთვის, მგზავრების ტროლეიბუსით, ტრავმაით, ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა, 5 ლარით ჯარიმდება.