საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კომპანია კასტა საოფისე და საყოფაცხოვრებო ავეჯის მწარმოებელი საწარმოს გახსნას გეგმავს. კომპანია კასტაში ამჟამად 21 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს სრულად ამოქმედების შემდეგ კი კომპანიაში 37 ადამიანი დასაქმდება.კომპანია „კასტა“, რომელიც ავეჯს უკვე 10 წელია აწარმოებს, საკუთარი ავეჯის მაღაზიის გახსნას და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე სახელის დამკვიდრებას გეგმავს. საწარმოს გახსნა მაისში იგეგმება.