გახოკიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც შუახნის მამაკაცმა მასთან ერთად მყოფი სამი პირი დაჭრა და შემდგომ თვიდაზიანებები მიიყენა, შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 7 მარტს, საღამოს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.