თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა იწყება. ამერიკულმა ჰოსპიტალმა ოპერატორ კომპანია ინოვასთან თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმა. ჰოსპიტაშლში ჯისიაის უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები დაინერგება, რისთვისაც პროექტში 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა დაახლოებით ორწელიწადნახევარში დასრულდება. თიბისი ჰოლდინგი, კონტი ჯგუფი და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი პროექტს ერთობლივად განახორციელებენ. დამფუძნებელთა განმარტებით, ამერიკული ჰოსპიტალის ბაზაზე სასწავლო-სამედიცინო ცენტრის ჩამოყალიბებაც იგეგმება.