თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან საგამოძიებო ორგანოს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. მათი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა და ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა გახდა აფეთქების მიზეზი.
აფეთქება ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე გუშინ გვიან ღამით მოხდა.