თბილისის მასშტაბით, ამ ეტაპზე, მოქალაქეებმა ნებაყოფლობით 49 ავტოფარეხი აიღეს. გარდა ამისა, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს 13-ის და იგეგმება კიდევ 26 ავტოფარეხის დემონტაჟი. ორ პირთან კი, მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ავტოფარეხების აღებისა და მათ ადგილზე მწვანე სივრცეების - ბაღების, სკვერების და სპორტული მოედნების მოწყობის ინიციატივა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ეკუთვნის. მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, პროექტის ხარჯებს თბილისის მერია ფარავს.