2019 წლის პირველ ნახევარში უძრავი ქონების ბაზარზე ახალი ბინების გაყიდვები 5.4%-ით გაიზარდა, ხოლო ძველი ბინების გაყიდვების მაჩვენებელი 7,1%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის განახლებულ კვლევაშია აღნიშნული.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით. თბილისში 2019 წლის პირველ ნახევარში სულ 16 ათას 296 ბინა გაიყიდა. 2018 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 16 ათას 271 ბინას შეადგენდა.
მათივე ინფორმაციით, გაყიდვების მხრივ ყველაზე აქტიური უბნები კვლავ საბურთალო, დიდი დიღომი და გლდანია, სადაც წლის პირველი ნახევრის მანძილზე შესაბამისად 3 ათას 661, 2 ათას 440, და 2 ათას 46 ბინა გაიყიდა.