თბილისში 25 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს ერთ-ერთ საცურაო აუზზე მოხდა.ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული.დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.