თბილისში ახალგაზრდა ქალმა ბენზინის აალების შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მან საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. როგორც „ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, მისთვის უცნობია სად მიიღო დაახლოებით 24-26 წლის ახალგაზრდა ქალმა დამწვრობა, რომელიც ბენზინის აალების შედეგად მოხდა.