თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში "აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ფორუმის საპატიო სტუმარმა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნოურიელ რუბინმა მიმართეს. ფორუმის სხვა ღონისძიებები სასტუმროებში "ბილტმორსა" და "რედისონში" გაიმართება.
აბრეშუმის გზის ფორუმში წელს მესამედ იმართება, მასში 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ის მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.