თბილისში, 51-ე საჯარო სკოლის სარდაფში ცეცხლი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის შედეგად სკოლის სარდაფში 20 კვადრატული მეტრ ფართობზე არსებული ინვენტარი დაიწვა.მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.