თბილისში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - Palitra News

თბილისში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

2018-06-05 22:49:02+04:00

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაფიქსირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ ცენტრში განუცხადეს, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდას შეადგენდა.

„ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში გვაქვს, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - განაცხადეს სეისმური მონიტორინგის ცენტრში.

როგორც ცნობილია, მიწისქვეშა ბიძგები თბილისში ძლიერად იგრძნობოდა.

იხილეთ:ძლიერი მიწისძვრა საქართველოში: სად იყო ეპიცენტრი და გამოიწვია თუ არა ნგრევა 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა?