თბილისის მერი კახა კალაძე, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ე.წ. მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები დაუკანონდათ. თბილისის მერიის ინფორმაციით, ყვარლის, ტვიშის, უშაკოვისა და ყვარლის II შესახვევის ქუჩების მოსახლეობას მიწის ნაკვეთების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ. აღნიშნულ ოჯახებს საკუთრებაში საცხოვრებელი სახლები ჰქონდათ, თუმცა სარგებლობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.