2018 წლის 3 თვეში დედალაქში მშენებლობაზე 991 ნებართვა გაიცა, საიდანაც ყველაზე მეტი - 786 საცხოვრებელზე მოდის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში თბილისში მთლიანად 1 მილიონ 278 ათას 921 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა შევიდა ექსპლუატაციაში. რაც შეეხება სხვა ნებართვებს, საცხოვრებლის შემდეგ ყველაზე მეტი 38 ნებართვა გაცემულია სამრეწველო და სასაწყობო შენობის, ხოლო 27 ნებართვა სავაჭრო ობიექტის მშენებლობაზე.
ამასთან, "საქსტატის" ცნობით, 2018 წლის პირველ კვარტალში მთელი საქართველოს მასშტაბით მშენებლობაზე სულ 2 ათას 57 ნებართვა გაიცა, საიდანაც ათას 351 ანუ 65,6% საცხოვრებელ შენობებზე მოდის.