თბილისში 3 ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. საუბარია, გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე. აღსანიშნავია, რომ ახალი მიწისქვეშა პარკინგები ფასიანი იქნება. ამასთან, ჯამში, სამივე ტერიტორიაზე 715 საპარკინგე ადგილის მოწყობა იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, ის გამარჯვებულ კომპანიას 1 ლარად გადაეცემა.