ეროვნულმა ბანკმა „რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" მოთხოვნათა დარღვევების გამო, თბილისის ტურისტულ ზონებში 25 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 10 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა.სებ-ის ცნობით, სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ, რითაც მომხმარებელი შეგნებულად შეჰყავდათ შეცდომაში.შეგახსენებთ, რომ სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს ოდენობისშესახებ. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 ათას ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.