თბილისში დეკემბრის თვეში MAN-ის ფირმის კიდევ 25 ახალი ავტობუსი შემოვა. დედაქალაქის მერის განცხადებით,ავტობუსები მაღალი სტანდარტისაა, აღჭურვილია გათბობა-კონდიცირების სისტემით და ყოველმხრივ ადაპტირებულია. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, 143 ახალი ავტობუსის შემოყვანის პროექტი მომავალი წლის იანვარ-მარტის განმავლობაში დასრულდება. მისივე განცხადებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობის ფასის გაზრდა დაგეგმილი არ არის. ამჟამად თბილისში MAN-ის ფირმის მხოლოდ 10 ახალი ავტობუსი მოძრაობს.