თბილისში, 2015-2020 წლებში ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად, 150 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ გიორგი ლეფსვერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბოლოდროინდელი გახშირებული უბედური შემთხვევებიდან გამომდინარე, რაც გაზის დანადგარებისა და გაზის ხელსაწყოების არასწორი მოხმარებით იყო გამოწვეული, კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ გადაწყვიტა აბონენტები პრევენციის მიზნით კიდევ ერთხელ გააფრთხილოს.
როგორც აღმოჩნდა, დაახლოებით აბონენტების 40% ყურადღებას არ აქცევს „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლების მითითებებს და ღია წვის კამერიან ხელსაწყოებს მოიხმარს.