ახალი ნარკოტიკული საშუალებით, სავარუადოდ, „მეფედრონით“ თბილისში ბოლო ორ კვირაში ორი ახალგაზრდა - 22 წლამდე ასაკის გოგონა და ბიჭი დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს ადასტურებს. გარდაცვლილის მეგობარი ყვება რომ გოგონა კლუბ „ბასიანში“ იმყოფებოდა, საიდანაც ის სახლში წავიდა, ცოტა ხანში კი გარდაიცვალა. არსებობს ვერსია, რომ დაღუპვამდე მან ნარკოტიკი, რომელსაც ე.წ. მარილითაც მოიხსენიებენ, კლუბში ყოფნისას მიიღო. „ბასიანის“ დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი ადასტურებს, რომ კლუბის ტეტიტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ნამდვილად დაფიქსირდა რამდენიმე ადამიანის მეფედრონით ზედოზირების შემთხვევა, სადაც კლუბის წარმომადგენლების დროული დახმარებით ფატალური შედეგი აიცილეს. ბოლო პერიოდში სავარაუდოდ ამ ნივთიერებისგან მოწამლული კიდევ 10 ახალგაზრდა მოხვდა კლინიკებში. მათი ნაწილი ალადაშვილის კლინიკაში დღემდე მკურნალობს. მედიკოსები ზუსტად ვერ აკონკრეტებენ, რა ნივთიერებით მოხდა ინტოქსიკაცია.