თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში 18 ლოკაციას სახელი გადაერქმევა. მათ შორის, ერთ-ერთი ადგილი „ვარდების რევოლუციის“ მოედანია, რომელსაც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი მიენიჭება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრები რიგი ქუჩებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ საზოგადო მოღვაწეთა სახელების მინიჭების შესახებაც იმსჯელებენ.